საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 9 აგვისტოს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გამართა პრესკონფერენცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით.

2018 წლის 9 აგვისტოს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გამართა პრესკონფერენცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით.

ელჩმა მიმოიხილა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით დღესდღეობით არსებული მდგომარეობა და ხაზი გაუსვა, რომ  სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგაც   კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. საერთაშორისო სამართლის სრული უგულვებელყოფით, რუსული მხარე ახორციელებს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში სრული ინკორპორირების მიზნით.
ელჩმა  ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევების მასშტაბები იზრდება დაუსჯელობის სინდრომის ფონზე, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკით, რომელიც ძალის გამოყენებით ახორციელებს რეალურ კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. ყოველივე ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ რუსეთი ყველანაირად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტების შესვლას  აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში, რათა სათანადოდ შეფასდეს ადგილზე არსებული მდგომარეობა.
ელჩმა აქვე  ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიმართულ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ასპექტებზე. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა ახალ  სამშვიდობო ინიციატივაზე: “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
ამასთან, მოწვეულ ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ  გაცნობოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მიძღვნილ ფოტო-ვიდეო მასალებს.