საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 26 ივნისს, ქ. კაიროში, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.


2018 წლის 26 ივნისს, ქ. კაიროში, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
მიღებას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურების მაღალი დონის თანამდებობის პირები, ეგვიპტეში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და დიპლომატები, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებათა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.
მიღებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე ნალბანდოვი. მან ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებამ უდიდესი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ელჩი ასევე შეეხო საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება ევროპული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრობლემატიკას დაუთმო.

მიღების ფარგლებში გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო. ამასთან, მოწვეული სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოების და ბრენდის საუკეთესო ნიმუშები, მიეღოთ საინფორმაციო მასალები საქართველოს შესახებ

.